"საწყენია, რომ ის ქვეყანა, რომელსაც ესტონეთი წლებია, მხარს უჭერს რუსეთის ნარატივს იმეორებს" | ცაჰკნა

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის განსახილველად და ესტონეთის შესახებ "ქართული ოცნების" განცხადების გამო, საქართველოს ელჩი გამოიძახეს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ ისინი რუსეთის ნარატივს იმეორებენ. 

"დღეს, ჩვენ გამოვიძახეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ.

საწყენია, რომ ის ქვეყანა, რომელსაც ესტონეთი წლებია, მხარს უჭერს, მტრულ რიტორიკას იყენებს ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთის ნარატივს იმეორებს," - წერს მარგუს ცაჰკნა.

შეგახსენებთ, რომ  15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის მიერ სანქციების დაწესებაზე, განაცხადა, რომ "არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი