"ჩვენ გვაქვს სხვა, დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც ვამზადებთ მომდევნო კვირებისთვის" | მილერი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც ვამზადებთ მომდევნო კვირებისთვის," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვიყავით ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა საქართველოს დემოკრატიის შელახვის მიზნით. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ მხოლოდ პარასკევს დავაწესეთ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა მთავრობასთან დაკავშირებულ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ დემოკრატიის შელახვაზე.

ჩვენ გვაქვს სხვა, დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც ვამზადებთ მომდევნო კვირებისთვის. იმაზე უფრო მკაფიოები ვერ ვიქნებით, ვიდრე ბლინკენის განცხადება იყო წინა კვირებში. ასევე ჩემი განცხადების ნაწილში, რომელიც პარასკევს გავაკეთე და ვთქვი, რომ სანქციებს ვამზადებთ," - განაცხადა მილერმა. 

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი