ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა აჩვენეს, რომ საქართველოს მთავრობის ტყუილს არ აქვს საფუძველი | ესტონეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე პოსტს აქვეყნებს და ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე, პასუხს ეხმიანება. 

"ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რადგან [ისინი] დგანან და აჩვენებენ მსოფლიოს, მაგრამ რაც მთავარია, ქართველ ხალხს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი [საქართველოს] მთავრობა ავრცელებს, არ აქვს მყარი საფუძველი.

ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თვითაღიარებულმა პრემიერმინისტრმა გუშინ, 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე "საქართველოს პოზიცია დაიცვეს". "დაცვაში" კობახიძე გულისხმობდა, რომ თითქოს დასახელებულმა ქვეყნებმა სანქციების დაწესებას არ დაუჭირეს მხარი.

კობახიძის ჩამონათვალში მოხვდნენ ესპანეთი, რუმინეთი და იტალია. სამივე ქვეყანამ ირაკლი კობახიძის გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი