რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს... გაზარდეთ ზეწოლა ივანიშვილზე | ზელენსკი EU-ს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა ზეწოლა უნდა მოახდინოს საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე, რომელმაც უარი განაცხადა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა მოახდინონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე - "მოგიწოდებთ, რომ გაზარდოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, იმისათვის, რომ მათ არ მიიღონ სარგებელი საქართველოსთვის მოპარული ევროპული მომავლისაგან“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ევროპის ერთი ქვეყანაც, რადგან ერთის დაცემა ყველას დაგვაახლოებს დაყოფასა და კონფლიქტთან“, - განმარტა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი