ოპოზიციასთან დაპირისპირების შემდგ, "ქართულმა ოცნებამ" მარნეულში უკვე ჟურნალისტებზე გადაინაცვლა და "მთავარი არხის" კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის დაესხა თავს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საოლქო კომისიასთან, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი მივიდა და ვითარების გარკვევას ცდილობდა, ამ დროს იქ იმყოფებოდა "ოცნების" წარმომადგენელი ამირან გიორგაძეც. მათ შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყო, რაზეც "მთავარის" ჟურნალისტმა გიორგაძეს შეკითხვა დაუსვა - "თქვენ დეპუტატს კითხეთ"- უპასუხა გიორგაძემ ჟურნალისტს.
ამის შემდეგ "ოცნების" აქტივისტები უკვე ღია აგრესიაზე გადავიდნენ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და არაობიექტურობაში დაადანაშაულეს.
მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაიძაბა. "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.
მომხდარს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტრადიციულად ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, "ენმ"-ს წევრმა კომისიის წარმომადგენელს პერანგი შემოახია