მარნეულის საოლქო კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები ადგილზე შეჭრას ცდილობდნენ - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ადგილზე საოლქო კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კი კომისიაში შეჭერას ცდილობდნენ. 

ცესკო აცხადებს, რომ გმობს ძალადობასა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას.

სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, სრული შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს, - წერია განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, "ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი".

ცესკო უარყოფს ბრალდებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ არ შეატყობინა. მათი თქმით, ყველა პირს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ, მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაიძაბა. "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.

მომხდარს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტრადიციულად ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, "ენმ"-ს წევრმა კომისიის წარმომადგენელს პერანგი შემოახია

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი