გუშინ, კრივი რიჰზე რუსი ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.
ლისაკი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, ხოლო დაშავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან. ლისაკის ცნობით, 17 დაშავებულიდან 12 კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის 4 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო განადგურდა - დაზიანდა 4 სართული.
რუსებმა კრივი რიჰზე თავდასხმის დროს ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.