უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ევროკავშირისგან 150 მილიონი ევრო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის ქვეყნებს მადლობას უხდის. 

"უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევრო მიიღო. თანხები მოხმარდება ბავშვების სასკოლო კვებას, სოფლის მეურნეობის უწყვეტი წარმოების მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურის აღდგენას. ეს არის მეორე ტრანში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ფარგლებში სწრაფი რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს 300 მილიონი ევროს გამოყოფას. მადლობელი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ინსტიტუტების, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის უკრაინის აღსადგენად, ეკონომიკური დახმარებისა და უკრაინელებისთვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისთვის," - წერს დენის შმიგალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი