რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლში მდებარე ბაზარზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგრძნობლად დაზიანდა ბაზარში განთავსებული რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.
რაც შეეხება დაშავებულებს მათ დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.