აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
დახმარება მოიცავს როგორც იარაღის სასწრაფო მიწოდებას, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღის გრძელვადიან მიწოდებას.