მარნეულის ინციდენტზე „ღამის მთავარში“ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისუაბრა - მომხდარს სააკაშვილი ხელისუფლების დაკვეთად აფასებს და გმობს „ოცნების ხელისუფლების“ ამგვარ ქმედებებს.
სააკაშვილი ასევე იხსენებს უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებისას, პეტრო პორაშენკოს მხრიდან ვლადიმერ ზელენსკისადმი მიმართულ აგრესიას, ზეწოლასა და ძალადობას, რამაც მას შედეგი მაინც ვერ მოუტანა, პირიქით, უკრაინელმა ამომრჩეველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 3-1 უპირატესობით გაამარჯვებინა ზელენსკის გუნდს, ამბობს სააკაშვილი.
„ოცნება“ სრულ პანიკაშია, ადამიანური სახე აქვს დაკარგული, თუნდაც ნიკა მელიას ფაქტი რაც მოხდა ბოლნისში, მსგავსი ინციდენტი დღეს უკვე მარნეულში ვნახეთ. ეს ხომ დამთხვევა არ არის. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ბრძანებაა გაცემული ამის კეთების. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას - ამბობს სააკაშვილი.
საქართვლოს მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ოცნების ხელისუფლება შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მეთოდებს იყენებს და 2003 წლის მოვლენებთან პარალელს ავლებს.
„2003 წელს მარნეულში გვიშენდნენ ქვებს, წარმოუდგენელი პროვოკაციები მოგვიწყვეს, პატარა ბავშვებიც კი ჩაითრია ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის რეჟიმმა, თუმცა არაფერმა უშველა არც ერთს და არც მეორეს და არც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს. ასევე, არ უშველის ეს ყველაფერი ივანიშვილს. ჩვენ გავიმარჯვეთ 2003 წელს და ახლაც გავიმარჯვებთ.“
შეგახსნებთ, დღეს მარნეულში დაძაბულობა იყო - დილიდან, მარნეულის ცენტრში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებები დღის ბოლომდე გრძელდებოდა. "მთავარი არხის" 4 თანამშრომლის გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსაც და სამოქალაქო აქტივისტებსაც.
"მთავარის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ყვება, რომ მას 10 ადამიანი ურტყავდა, თუმცა ვინ, მან იდენტიფიცირება ვერ შეძლო.