უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი აიღეს. ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა ჩაატარეს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა, შეტევითი მოქმედებების წყალობით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს", - ნათქვამია სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებაში.
გარდა ამისა, დასახლებული პუნქტის აღებას წინ უძღოდა უკრაინული არტილერიის მუშაობა, რის შემდეგაც ჯარისკაცები შევიდნენ სოფელში - სპეცოპერაციის ფარგლებში აიღეს და გაასუფთავეს რაიონი.
"აღმოჩნდა, რომ რუს სამხედროებთან ერთად სოფელი ჩრდილოეთ კორეის ჯარებსაც ეკავათ", - წერია განცხადებაში.