პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს.
ზელენსკის თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი სასიხარულო ამბები 2025 წელს უფრო მეტი იყოს და "უფრო მეტი უკრაინელის დაბრუნება შევძლოთ".
"ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე - სახლში ყოფნის სიხარული", - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მოხალისე მებრძოლები.