რუსმა ოკუპანტებმა ჩირნიჰივზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ჩირნიჰივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრი ბრიჟინსკი ავრცელებს.
ბრიჟინსკი ამბობს, რომ პირველი აფეთქება ქალაქის მახლობლად მოხდა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში ამოქმედდა.
ბოლო მონაცემებით, სულ 3 აფეთქების ხმა დაფიქსირდა. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. ასევე ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ.