"oscepa-ს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილს გამოადგება" | იუკნევიჩიანე

გამოქვეყნდა:

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (oscepa) პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილს გამოადგება," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წერს და ევროპარლამენტარის, რიჰარდს კოლსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც საქართველოში 8-10 იანვარს oscepa-ს პრეზიდენტი, პია ლისა კაუმა დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (oscepa) პრეზიდენტის, პია ლისა კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და მის მიერ შექმნილი სახელმწიფო დატყვევების სქემის აღიარებისთვის იქნება გამოსადეგი.

ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ ისინი მიზნად ისახავს შუამავლობას ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში," - წერს იუკნევიჩიანე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი