უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან და პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 იანვარს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ხოლო პარასკევს, 10 იანვარს, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან გამართავს შეხვედრებს.

ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი იტალიაში ისეთის საკითხების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა: თავდაცვითი მხარდაჭერა, უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია (რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება), მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევების კოორდინაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ასევე, ერთ-ერთი განსახილველი თემა შეეხება “დიდი შვიდეულის” ფარგლებში თანამშრომლობას, კერძოდ, კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი