ცესკო-ს თავმჯდომარემ მარნეულში, საუბნო კომისიასთან, ჟურალისტებზე და სამოქალაქო სექტორზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე საუბარი არ ისურვა. თამარ ჟვანიამ, ამ თემაზე საუბრის საშუალება არც კომისიის სხვა წევრებს მისცა.
ცესკო-ს სხდომაზე დღეს ჟვანიას ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. ძალადობის ფაქტების უგულებელყოფა ნაციონალური მოძაობისა და სამოქალაქო პლატფორმა 20 20-ის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
ქალბატონი თამარი პირდაპირ არის პასუხისმგებელი გუშინდელ მოვლენებზე. ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისია არ აცნობდა მასალებს ჩვენი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს. ცესკომ გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, თითქოსდა, ლაშა ქველაძემ თვითონ იძალადა. ბიძინა ივანიშვილ და მისი სპეცსამსახურები ცესკოს იყენებენ, როგორც გაყალბების მექანიზმს და არა როგორც თავისფალი და სამართლებრივი არჩევნების გარანტს. ამიტომ, ივაიშვილივით შეკეტვა შუშის კოლბაში, სხვების კი კაბინეტებში, ვერ უშველის 31 ოქტომბერს, "ოცნების" გარდაუვალ კრახს." - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა.
იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება სადამკვირვებლო მისიებზე თავდასხმა, არ იქნება გამოძიებული ეს დანაშაული და პარალელურად, ცესკო აწყობს ბრიფინგებს, თითქოს ვიღაც აპირებს მომავალში ხელის შეშლას საარჩევნო პროცესზე, ეს ნიშნავს, რომ ცესკო თავად არის ამ პროცესების მონაწილე." - ამბობს სამოქალაქო პლატფორმა 20 20-ის წარმომადგენელი, თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.