ჩაატარეთ ეს არჩევნები ისე, რომ ის ნამდვილად დემოკრატიული იყოს - გაფრთხილება დასავლეთიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს დასავლელი პარტნიორები აფრთხილებენ, რომ კრემლი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ეცდება.

ონლაინკონფერენციის დროს, ნატოს  ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი 31 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, პროცესი დემოკრატიულად და გამჭვირვალდე ჩაივლის - „ჩვენ არ მივცემთ კრემლს უფლებას, არჩევნებში ჩარევის გზით,  შეაჩეროს საქართველოს სრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ" - ამბობს რასმუსენი.

მისივე თქმით, დემოკრატიული არჩევნები ქვეყნის ნატო-ში შესვლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, გარდა ამისა, ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება თავად საქართველო გადასაწყვეტია და არა რუსეთის:

„საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ნატოში შესვლასთან. სამხედრო სტანდარტები ძალიან ახლოსაა ნატოს სტანდარტებთან. ასე რომ ამ პერსპექტივით, თქვენ ამზადებთ ნიადაგს შეხვიდეთ ნატოში და ევროკავშირში და თქვენ არ უნდა მისცეთ საშუალება რუსეთს დაბლოკოს საქართველოს გადაწყვეტილება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.“- ამბობს რასმუსენი.

არჩევნებს და რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი:

"მიზანი ქაოსის და არასტაბილურობის განცდის დათესვა უფროა, ვიდრე რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. საქართველო ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. ჩაატარეთ ეს არჩევნები ისე, რომ ის ნამდვილად დემოკრატიული იყოს და ესტონეთი თქვენ გვერდითაა“  - ამბობს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

ონლაინკონფერენციას არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ხელისუფლება არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიცემს  უფლებას საარჩევნო გარემოს ზიანი მიაყენოს.

ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის რეფორმა, გავამკაცრეთ კონტროლი, რათა აღვკვეთოთ საარჩევნო პროცესში ძალადობრი საარჩევნო კამპანია, ყველაფერი გავაკეთეთ პოლარიზების ავიდან ასაცილებლად.“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი