ძალადობა "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების, ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების ცემის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოზიტიური წინასაარჩევნო კამპანიაა და "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის.

"არავის მივცემთ საშუალებას ის პოზიტიური საარჩევო კამპანია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს ამ დემოკრატიულ მიღწევას. ​სამართალდამაცავებს აქვთ სრული საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რათა მოხდეს ასეთი ინციდენტების პრევენცია და თითოეულ მათგანზე რეაგირება. 

„ქართული ოცნების“ ინტერესებში არასდროს ყოფილა და „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა" ამბობს თალაკვაძე და სხვა თანაპარტიელების მსგავსად, მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" 56%-იანი მხარდაჭერა აქვს და ასეთი ქმედებები არაფერში სჭირდება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, თალაკვაძის თქმით, ყველა, ვინც თავისუფალი არჩევნების ჩატარებას შეუშლის ხელს, პასუხს აგებს და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის:

"რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ძალადობის ინციდენტებში, როდესაც მას აქვს 56%-ზე მაღალი მხარდაჭერა, მას ჰყავს გამოცდილი გუნდი,მას ჰყავს წარდგენილი ახალი თანაგუნდელები, წარდგენილი აქვს ძლიერი პროგრამა და ჰყავს ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატები" ამბობს თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულში განვითარებულ მოვლენებში "ქართული ოცნება" ოპოზიციას ადანაშაულებს. გუშინ, 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მმართველ პარტიას საერთოდ არ უხსენებია ჟურნალისტები, რომლებიც მათმა აქტივისტებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სცემეს, დღეს კი ირაკლი კობახიძემ დაჭერები დააანონსა და ოპოზიცია გააფრთხილა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი