"ოცნებამ" მარნეულის ინციდენტზე განცხადება გაავრცელა, მაგრამ ნაცემი ჟურნალისტები არ ახსენა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" მარნეულში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა, მაგრამ ადგილზე დაშავებული "მთავარი არხის" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტები არ ახსენა. ეს მაშინ, როცა ადგილზე "მთავარი არხის" 4 და საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 ოპერატორი დაზარალდა.

პარტიამ დაპირისპირებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათ მხარდამჭერებს მიაყენეს. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

რაც შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს, ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მთავარი არხის ტექნიკაც. 

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი