სომხეთი თურქეთს სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

სომხეთი თურქეთს მისი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, შუშან სტეპანიანის თქმით, თურქულმა თვითმფრინავმა სომხეთში, კერძოდ კი ჰადრუტისა და მარტუნის პროვინციაში, სამოქალაქო დასახლებები დაბომბა და სომეხი პილოტის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

29 სექტემბერს  სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა F-16-მა, რომელიც ბაქოს ძალების მხარდასაჭერად იყო გაგზავნილი, სომხური SU-25 ჩამოაგდო.

თავის მხრივ ოფიციალური ანკარა  გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

თურქეთი და აზერბაიჯანი გავრცელებულ ინფორმაციასსრულ სიცრუესუწოდებენ. იაფფასიანი პროპაგანდის გავრცელების ნაცვლად, აჯობებს, სომხეთმა თავისი სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიყვანოს“, - ამბობს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ფაჰრეტინ ალტანი.

როგორც ცნობილია, ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთმა აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩართვის შემთხვევაში პოლიტიკოსები რუსეთის გააქტიურებასაც არ გამორიცხავენ. საერთაშორისო საზოგადოება კი მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირსპირება. 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი