ისტორიკოსი გაგი მახარაძე დიდხანს და ყურადღებით სწავლობდა რუკებს რომლის მიხედვითაც შოთაძის უწყებამ დაასკვნა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მიწებს აზერბაიჯანის რესპუბლიკას უკანონოდ, სოლიდური თანხის სანაცვლოდ უთმობდა. 

ისტორიკოსის მტკიცებით, ჩვენს მიერ მოპოვებულ ფოტოებზე რამდენიმე რუკაა აღბეჭდილი. მათ შორის ერთ ერთი 1920 წლით თარიღდება, მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებელი იყო. რუკა რუსულია. სპეციალისტისთვის გაურკვეველია საქართველოს დამოუკიდებლობის დროს რუსეთში შექმნილ გაურკვევლ ჩანახატს იურიდიული ძალა რატომ აქვს.

არის მეორე რომელშიც გაგი მახარაძემ ე.წ. ვილსონური რუკა ამოიცნო და სადაც სომხეთის რესპუბლიკას ტრაპზონის გავლით გასასვლელი ზღვაზე მიანიჭეს. ისტორიკოსი ამბობს რომ ამ რუკს ისტორიულ ნონსენსადაც კი მოიხსენიებენ. დანარჩენი ჩანახატები მისთვის საერთოდ გაუგებარია. 

იურიდიული საფუძველი რასაც ისტორიკოსები და კარტოგრაფები ვერ ხედავენ, როგორც ჩანს დაინახა პროკურატურამ და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა რის მიხედვითაც შოთაძის უწყებამ დაიწყო გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია რომ ეს ნოუ ჰაუ შოთაძის უწყებაში არ მომზადებულა და ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა., რაც საქართველო -აზრბაიჯანის ურთიერთობებისთვის შესაძლოა ძალიან სერიოზული გართულებების მომტანი აღმოჩნდეს. მითუმეტეს ახლა, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებს შორის სწორედ ტერიტორიულ ნიადაგზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აანონსებდა რომ ასეთი ტიპის განცხადება იგეგმებოდა. 

წყარომ "მთავარს" იმ რუკების ფოტომასალა მიაწოდა რომლის მიხედვითაც პროკურატურამ სისიხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რომ არავითარ თავდაცვის სამინისტროში ეს მასალები არ ინახებოდა და ისინი დაახლოებით თვენახევრის წინ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა და ივანიშვილის ახლო მეგობარმა, დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. ხიდაშელი რუსეთში ერთ- ერთ უმსხვილეს კავშირგაბმულობის კომპანიას ხელმძღვანელობს. თავად ბიზნესმენს ამ თემაზე დღეს საუბარი არ სურს. 

ის რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება სრული აბსურდია ამაზე დღეს ოპოზიციაც საუბრობდა. 

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ ქართული ოცნება ივანიშვილის მეთაურობით არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირადი შურისძიებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მიზნით მოქმედებს. 

პროკურატურის აბსურდულ ბრალდებებს გამოეხმაურა ამ ბრალდებების ადრესატიც. მიხეილ სააკაშვილმა ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებზეც ისაუბრა. 

"მთავარისთვის" ცნობილი ხდება ისიც რომ მთავარი პროკურატურა ამ მასალის შესახებ ღიად ლაპარაკს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აპირებდა. გეგმა მარტივი იყო- ყოფილი ხელისუფლებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია.

თუმცა, ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ ივანიშვილს გეგმები შეაცვლევინა და შოთაძის უწყება იძულებული გახდა მიმდინარე აბსურდულ გამოძიებაზე იმაზე ადრე დაეწყო ლაპარაკი ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი