ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ამბობენ, რომ კრემლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერევა. 

ამერიკა და ევროპა საქართველოს ურჩევს, იბრძოლოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა მმათველ გუნდში ამ დრომდე არაფერს ამბობენ დასავლურ გზავნილებზე. 

ევროპელი ლიდერები ირწმუნებიან, რომ მოსკოვს უკვე მზად აქვს გეგმა, როგორ წარმართოს საარჩევნო პროცესი, რათა საქართველოს სათავეში კრემლის მიერ მართვადი ძალები მოხვდნენ. 

დეზინფორმაციის გავრცელება, ტროლები და ბოტები, შავი ფინანასური ნაკადები - ესაა ანდრეს ფოგ რასმუსენის მიერ დასახელებული იმ მექანიზმების სია, რომელსაც რუსეთი არჩევნებისთვის გამოიყენებს.

გარდა ამისა, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოსკოვმა ზეწოლის სქემა უკვე გამოიყენა დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრტანეთსა და სხვა ქვეყნებში; "საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები კი რუსეთს ხელს არ აძლევს, სწორედ ამიტომ, მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია". 

ამავე აზრზეა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკს ილვესი - საქართველოსთვის მთავარ საგარეო საფრთხედ ის რუსეთის ფაქტორს მიიჩნევს და ამბობს, რომ "რუსეთის მიზანი მხოლოდ ქაოსისა და არასტაბილურობის განცდის დათესვაა".

"ქართული ოცნება" მოწოდებებს მხოლოდ ზედაპირულად ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი "არც ერთ ძალას არ მისცემს საარჩვენო გარემოს დაძაბვის უფლებას".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი