რუსულმა სამხედრო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქს კრივი-რიჰს დაარტყეს, შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა შვიდი. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერჰი ლისაკი ავრცელებს.
თავდაპირველად ლისაკმა განაცხადა, რომ კრივი-რიჰში სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი შვიდამდე.
ლისაკის ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა ისინი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ორი ხუთსართულიანი შენობაც, მათგან ერთს ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.
"თითოეული ასეთი ტერორისტული თავდასხმა არის კიდევ ერთი შეხსენება, ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თავისით არ გაჩერდება. მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ზეწოლით. ზეწოლა მსოფლიოში ყველასგან, ვინც სიცოცხლეს აფასებს," - განაცხადა ზელენსკიმ.