გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და ათობით უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით დაესხა თავს.
აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის წინააღმდეგ 39 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, მათ შორის "შაჰედები" და სხვადასხვა ტიპის დრონები. შეტევა განხორციელდა მილეროვოს, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებით. ასევე გამოყენებული იყო ოთხი ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსეთის ვორონეჟისა და ბრიანსკის რეგიონებიდან იქნა გაშვებული.
აღნიშნულია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის რეგიონში ორი ისკანდერ-მ/KN-23 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. ასევე ჩამოგდებული იქნა 24 დრონი, 14 კი ლოკალურად დაიკარგა.
აგრესორის კიევზე შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - ჩამოგდებული ბალისტიკური რაკეტების ნაწილები ქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში ჩამოვარდა. ნაწილობრივ დაინგრა სამრეწველო შენობა, სახლები, მეტროსადგურ ლუკიანოვსკის შესასვლელი, დაიწვა მანქანები და დაზიანდა მაგისტრალური წყალსადენი.
ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ზაპოროჟიესაც. წინასწარი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება, არსებული ინფორმაციით დაშავებულთა რაოდენობა 10-ს აჭარბებს და ამ ეტაოზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, მტერმა რაკეტით ქალაქის ერთ-ერთ საწარმოს დაარტყა, ასევე დაზიანდა სახლები და მანქანები.