"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი წერს და ოლიგარქის პოლიციის მიერ ოთარ კვარაცხელიასა და რატი ტყემალაძის გატაცებას ეხმიანება.
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი არა მხოლოდ ფიზიკურად ესხმის თავს, არამედ ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი და მალე ისტორიის ფერფლის გროვად გადაიქცევა," - წერს უილსონი.