მარნეულში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებს საგამოძიებო უწყება ამ დრომდე ეძებს 

გამოქვეყნდა:

მარნეულში ჟურნალისტებზე და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე ძალადობიდან უკვე 24 საათზე მეტია გასული, თუმცა ამ დრომდე სამართლებრივი დევნა, არც ერთი მოძალადის მიმართ არ დაწყებულა. უცნობია ისიც, უკვე ჰყავს თუ არა გამოძიებას თავდასხმებში მონაწილე პირები იდენტიფიცირებული.

რამდენიმე მოძალადის დადგენა სატელევიზო ეთერებში გასული კადრებიდანაც არის შესაძლებელი. თუმცა დაკითხვაზე ამ დრომდე არავინ დაუბარებიათ.

ქველაძეების ადვოკატი, დიანა მარტიაშვილი ეჭვობს, რომ გამოძიება მიკერძოებული იქნება. ამის დასტურად კადვოკატი გამომძიებელთან - როლანდ ბოლქვაძესთან მისი სატელეფონო საუბრის შინაარსსაც ასახელებს.

მე დავუკავშირდი გამომძიებელს, საუბრის დროს მე გამოვთქვი პრეტენზია, თუ რატომ მივიდნენ ჩემს გარეშე გივი ქველაძესთან დასაკითხად. მან მითხრა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართო. მე ვუთხარი, რას ჰქვუა, ლაშა იქვეა მამამისთან პალატაში და რაში აწყობდა მას, რომ ჩემთვის რამე მოეტყუა, ამ დროს გამომძებელმა მითხრქა, რომ თქვენ არ იცნობთ ლაშას კარგადო. რას გულისხმობდა მე ნამდვილად არ ვიცი. სამე აშკარად მიკერძოებულია, - ამბობს დიანა მარტიაშვილი

"მთავარი არხის" ჟურნალისტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტს, ვინც თავს დაესხა გამოძებას მათი იდენტიფიცირება მარტივად შეუძლია. 

ამ ამომენტამდე არა თუ დაკავებულები არიან ის მოძალადეები, რომლებმაც ჯეიჰუნს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ გამოძიებას იდენმტიფიცირებულიც კი არ ჰყავს ეს პირები და შესაბამისად ახლა ფიქრობენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, იმ პირობებში, როდესაც ძალადობა მოხდა ხალხმრავალ ადგილზე და წესით, ძალიან მარტი უნდა იყოს იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ჩაიდინა დანაშაული - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს დაესხნენ თავს. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. 

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი