მარნეულში მომხდარი თავდასხმების გამო, ''საქართველოს მედია-კლუბი'' "ოცნების" ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობას აკისრებს და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
ცნობილია, რომ მარნეულში ორი დღის წინ მომხდარი ძალადობრივი მოვლენებისას სამოქალაქო სექტორის ორი წარმომადგენელი დაზარალდა. გიორგი მუმლაძე და ლაშა ქველაძე ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებისას, მათზე მთავარი თავდამსხმელი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე იყო."მედია-კლუბში" ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია ვალდებულია, საარჩევნო შტაბის უფროსზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებებზე პასუხი აგოს და ამირან გიორგაძე თანამდებობიდან გადააყენოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ, დროულად და ეფექტირად გამოიძიოს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტები.
შეგახსენებთ, „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს "ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ცნობისთვის, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც.