სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭრები აცხადებენ, რომ არჩევნები უკვე ყალბდება. ისინი სამგორის მეექვსე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" მხრიდან წინასწარ შერჩეული საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნასაც აპროტესტებენ, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ ფაქტს რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ მარნეულში, საუბნო კომისიასთან ჟუნალისტებზე და სამოქალაქო სექტორზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე საუბარი არ ისურვა. თამარ ჟვანიამ ამ თემაზე საუბრის საშუალება არც კომისიის სხვა წევრებს მისცა.
სამოქალაქო აქტივისტები ცესკოს და მის თავმჯდომარეს თავიანთ მოვალეობებს ახსენებენ და ამბობენ, რომ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, ცესკო-ს თავმჯდომარეს დროული რეაგირება ჰქონოდა ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებზე მომხდარ ზეწოლასა და თავდასხმებზე.
ცესკო-ს დმოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობაზე სამოქალაქო პლატფორმა 20 20-ის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გუშინვე გააპროტესტეს.