რუსებმა ზაპოროჟეზე იერიში მიიტანეს | დაიღუპა 1, დაშავდა 24 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე იერში მიიტარეს, რა დროსაც 4 აფეთქება მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი , ივან ფედოროვი ავრცელებს.

"ღამის 4:00 საათზე მოვიდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ, ხოლო 4:09 საათზე - გაისმა განმეორებითი აფეთქებები. მტერი ქალაქს ისევ ურტყამს. სულ მცირე 4 აფეთქების ხმა იყო. გვყავს დაშავებულები. ასევე წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები ნანგრევებში მოჰყვნენ", - ამბობს ფედოროვი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი