დონალდ ტრამპის განკარგულება საერთაშორისო დახმარების 90 დღით შეჩერების თაობაზე, უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხება - ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა "ამერიკის ხმის" უკრაინულ სამსახურს დაუდასტურა.
”უკრაინის უსაფრთხოების დახმარება არ ექვემდებარება ბოლოდროინდელ განკარგულებას საგარეო დახმარების შესახებ, რადგან ეს ეხება მხოლოდ პროგრამის განვითარებას და არა სამხედრო მხარდაჭერას”, - იტყობინება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი.
ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, USAI პროგრამის ფარგლებში გაცემული უკრაინისთვის იარაღის წარმოების კონტრაქტები ძალაში რჩება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერების შესახებ.