"ჩვენ გვქონდა სიღრმისეული დიალოგი ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე" | ზელენსკი სანდუსთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვქონდა სიღრმისეული დიალოგი ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე," - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში მოლდოვას პრეზიდენტ, მაია სანდუსთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ კრიზისისგან თავისუფალი მოლდოვა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოებაა.

"მოხარული ვარ, მივესალმო მაია სანდუს, უკრაინის ნამდვილ მეგობარს, დღეს კიევში. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული დიალოგი ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ჩვენი მეზობლები მძიმე და არასტაბილური ვითარების წინაშე დგანან და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია მისი მოგვარება. ეს მოიცავს ენერგეტიკულ სექტორს და ბევრ სოციალურ საკითხს, რომელსაც ჩვენი ერთობლივი მტერი იყენებს არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ მთელი ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ. კრიზისისგან თავისუფალი მოლდოვა, სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენი უსაფრთხოებაა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ვიპოვოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანებს დაეხმარება," - წერს ზელენსკი

 მაია სანდუ კიევში დღეს ჩავიდა

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი