"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, მირანდა მირცხულავას შვილს, იარაღის მუქარით სენაკის სამხედრო ბაზის, საგამოძებო დეპრტამენტის ხელმძღვანელი ლევან სალაყაია აშანატაჟებდა. სალაყაია სამართალდამცავებს ამ დროდმე არ დაუკავებიათ.
მირანდა მირცხულავას შვილმა, გიორგი გოგავამ სამართალდამცველებს დეტალურად უამბო მუქარის შესახებ, როდესაც სალაყაიამ მას დედის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა მოსთხოვა.
სენაკის საკრებულოს წევრი და "ნაციონალური მოძრაობის", საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამოკითხავზე დღეს საკუთარი ნებით მივიდა. თუმცა, მირანდა მირცხულავა ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.
მირცხულავა ამბობს, რომ გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციის გამართვისას ლევან სალაყაია უთვალთვალებდა კიდეც.
"მე თვითონ მოვედი პოლიციაში და ველოდები დაკითხვას, არავის არ დავუკითხივარ, არც დაურეკიათ ჩემთვის... უთვალთვალებდნენ ჩემს შვილს, აქციაზე მე თვითონაც მითვალთვალებდა ეს პიროვნება, დამყვებოდა და როგორც კი დავასრულე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია, რამოდენიმე წუთში თავს დაესხა ჩემს შვილს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა მოკვლით", - თქვა მირანდა მირცხულავამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ საჯარო მოხელეები არ შეიძლება ჩართული იყვნენ ზონდერულ საქმიანობაში. ზოდელავას თქმით, ლევან სალაყაია ამ საქციელისთვის უნდა დაისაჯოს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტორომ გამოძიება 151-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას და და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსნებეთ, რომ შემთხვევა სენაკის ცენტრში წუხელ, მაშინ მოხდა, როცა გიორგი გოგავა მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა და უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ დაემუქრა.