უკრაინამ რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური იერიში მიიტანა | იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამთავრობო მედიების და ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინამ მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა

სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორის, ვასილი ანოხინის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანადგურეს დრონი, რომლის დანიშნულებაც ატომური ელექტროსადგური იყო. ამ დროისთვის სადგური საშტატო რეჟიმში მუშაობს. ცნობისთვის, სმოლენსკის ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ელექტროსადგურია რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის დასავლეთ ნაწილში უკრაინელებმა 104 დრონი გაისროლეს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ყველა ე.წ. დრონის ჩამოგდება შეძლო.

გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის თანახმად, ნიჟნი ნოვგოროდში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იერიშის დროს ასევე ქალაქ ქსტოვოში, ნავთობის კომპანია "ლუკოილის" საცავი დაზიანდა, სადაც ხანძარიც გაჩნდა. ადგილობრივები 3 აფეთქების შესახებ საუბრობენ. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი