რუსმა ოკუპანტებმა სუმზე ე.წ. შაჰიდის დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა დაღუპულების ცხედრები ნანგრევებიდან უკვე გამოიყვანეს. ინფორმაციას სუმის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარის შედეგად ასევე 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ცნობილია, რომ სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.