რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით გასულ ღამეს შვიდ რეგიონს 49 დრონი დაესხა თავს. მათ შორის ვოლგოგრადის, კურსკის, იაროსლავის, ბელგოროდის, ვორონეჟის რეგიონებსა და როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩამოგდებულკი დრონის ნამსხვრევები ვოლგოგრადში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ნავთობის საწყობის ტერიტორიას დაეცა, რის შედეგადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.