"PACE-ში მონაწილეობა არ არის არჩევანი, არამედ ვალდებულებაა" | PACE-ს პრეზიდენტი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე საბჭო დატოვოს

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის  თეოდოროს  რუსოპულოსის  განცხადებით, ქართული დელეგაციისთვის PACE-ში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი. ამის შესახებ რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

"საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ნორმატიული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არ არის არჩევანი, არამედ ვალდებულებაა. მას შემდეგ, რაც რწმუნებათა სიგელები მიიღეს, ისინი უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა," - თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

რუსოპულოსის თქმით, ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტმა, გუშინ საქართველოს საქმე განიხილა და ისინი გააგრძელებენ მის განხილვას "მომდევნო კვირების განმავლობაში", ხოლო გადაწყვეტილება აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე მიიღება. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, თუ ქართული დელეგაცია განაგრძობს უარის თქმას ასამბლეაში მუშაობის ვალდებულებაზე - "ახლა არ ვაპირებ რაიმე სახის ჰიპოთეზაზე პასუხს. მე მაქვს ჰიპოთეზა, მაგრამ დავტოვებ მას ჩემ გონებაში" - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

ეს მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეკრძალება:

  • სხვადასხვა კომიტეტის წევრობის უფლება; 
  • არჩევნების დაკვირვების უფლება; 
  • მომხსენებლად ყოფნის უფლება; 
  • ასამბლეაში თანამდებობის დაკავების უფლება; 
  • ასამბლეის წარმომადგენლობის უფლება.

რა წერია მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში

მოგვიანებით, ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი