თემურ შუბითიძე მარნეულის მერის თანაშემწე, გიგა ჯალაღონია მერიის ავტოპარკის უფროსი, ლაშა ჩხიტუნიძე მერიის ზედამხედველობის თანამშრომელი, შერმადინ ბოჭოიძე იგივე შერო საკრებულოს წევრი - ეს ადამიანები მოქმედი საჯარო მოხელეები არიან, რომელთა იდენტიფიცირებაც პოლიციამ 2 დღის განმავლობაში ვერ მოახერხა, თუმცა დაპირისპირების კადრებიდან მათი ამოცნობა ადვილად შეიძლება.

ამ ადამიანებს ოპოზიცია ხელს ღიად ადებს და აცხადებენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 3 წევრსა და სამოქალაქო მოძრაობა 20/20ის წევრებს თანამდებობის პირებთან ერთად, მათი ოჯახის წევრები და ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

საჯარო მოხელეებთან სახლებში მივედით, თუმცა თავად ძალადობაში დადანაშაულებული პირები ადგილზე არ დაგვხვდნენ. აგრესიულად განწყობილმა ოჯახის წევრებმა კი ჩვენს კითხვებს თავი აარიდეს.  

პოლიციას ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მოხელეები გამოკითხვაზე ჯერ არც დაუბარებია, არ გამოუკთხავთ არც ის "ოცნების" აქტივისტები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ.

ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს ამირან გიორგაძეა. ის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე და პარალელურად ოცნების მაჟორიტარ-კანდიდატის, ზაურ დარგალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. 

ამირან გიორგაძემ ყველა ბრალდებას უარყოფს. ამტკიცებს, რომ ყველას მოეჩვენა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებს ფიზიკურად არავინ გასწორებია. 

2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, გიორგაძე დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა და ამტკიცებდა, რომ ფიზიკური დაპირისპირების კადრები მას არ უნახავს, თუმცა მას შემდეგ რაც ამ კადრების ნახვა ჟურნალისტებმა შესთავაზეს, გაიქცა. 

მოძალადე ამირან გიორგაძე, გადადექი - ამ მოწოდებებით დღეს ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი