უკრაინის ქალაქ პოლტავაში რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ პოლტავაში რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური (SES) ავრცელებს. 

თავდასხმის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი. მაშველებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

"დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, გაჩნდა ხანძარი. ასევე დაზიანდა მიმდებარე შენობები და 12 მანქანა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებენ SES-ში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი