ტრამპის თქმით, პუტინს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

მისი განცხადებით, მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ პუტინს უნდა, ომში ხალხი აღარ იღუპებოდეს და ეს მას ადარდებს.

"[წინამორბედისგან განსხვავებით] მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან", - ამბობს ტრამპი.

მისივე თქმით, ომის დასასრულებლად კონკრეტული გეგმა აქვს.

"იმედი მაქვს, რომ ეს [გეგმა] სწრაფია. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მე მინდა, დავასრულო ეს საშინელი რაღაც", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი