"მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა 1260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, თითქმის 750 თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, თითქმის 750 თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. 

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სამხედრო წარმოება და ამგვარი ტერორი სამ ძირითად ფაქტორს ეყრდნობა: სანქციების თავიდან აცილების სქემას, ნავთობის მაღალ ფასს და უკრაინაში დრონებისა და შორი დისტანციის რაკეტების არასაკმარის რაოდენობას. 

"მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა 1260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, თითქმის 750 თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.

რუსეთის სამხედრო წარმოება, რომელიც ამგვარ ტერორის საშუალებას იძლევა, ეყრდნობა სამ ძირითად ფაქტორს: სანქციების თავიდან აცილების სქემებს, რომელთა გარეშე რუსეთს არ ექნება მნიშვნელოვანი კომპონენტები; ნავთობის მაღალ ფასს, რომელიც სამართლიანად უნდა შემცირდეს და იმას, რომ ჩვენ არასაკმარისი რაოდენობის შორი დისტანციის რაკეტები და დრონები გვაქვს.

ჩვენ მადლობელი ვართ ყველა პარტნიორის, რომლებიც აძლიერებენ სანქციებს, მაგრამ მეტი გლობალური ძალისხმევაა საჭირო რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის შესაძლებლობების შესამცირებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი რაკეტების და თვითმფრინავების წარმოების გაფართოებას - და მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს ინვესტირებას უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში, რადგან ეს არის ინვესტიციები სიცოცხლის დაცვაში," - წერს ზელენსკი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი