ცალსახად უსამართლოა, ანგარიშსწორებაა კომპანიაზე - "კავკასუსის" დირექტორი დროებით მმართველზე

გამოქვეყნდა:

"კავკასუს ონლაინის" დირექტორის, რევაზ კობალაძის განცხადებით, კომპანიისთვის დროებითი მმართველის დანიშნვა ცალსახად უსამართლო გადაწყვეტილება და ანგარიშსწორებაა. მისი თქმით, მესაკუთრე საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს სიმართლის დასადგენად. 

კონკრეტულ მოტვებზე ლაპარაკი მე დღეს მიჭირს, თუმცა,  უსამართლოა ცალსახად. გუშინდელი სხდომა მანიშნებელია იმის, რომ ეს იყო არა საღ აზრზე და კონკრეტულ ამოცანაზე დაფუძნებული გადაწყვეტლება, არამედ ეს იყო პირდაპირ მნიშვნელოვანი ანგარიშსწორება კომპანიის წინააღმდეგ. ახლად დანიშნული მმართველი, - თქვა რევაზ კობალაძემ.

ექსპერტების აზრით, ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს "კავკასუს ონლაინისა" და სხვა ინტერნეტმომწოდებელი კომპანიების საქმიანობა, რაც თავის მხრივ, ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე. 

სახელმწიფოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნა ფინანსურად მდგრად კომპანიაში, ნიშნავს მფლობელებოსთვის კომპანიის წართმევას - ამბობს  ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი. 

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი პირველ ოქტომბერს დანიშნა.  სპეციალური მმართველის თანადებობაზე "ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე ინიშნება, რომელიც არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. 

ოფიციალურ განცხადებაში მარეგულირებელი კომისია მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებას განმარტავს და წერს, რომ სულაბერიძე კომპანიაში "კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო" დაინიშნა.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა 17 ივლისს დაამტკიცა.

კანონპროექტის განხილვა ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენების ფონზე მიმდინარეობდა. ცვლილებებს მხარს არ უჭერდა არც ოპოზიცია, არც არასამთავრობო სექტორი.

მოწინააღმდეგები ამბობდნენ, რომ კობა ბექაურს ამ ცვლილებით  ცენზურის დაკანონება სურდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი