"სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე, მათ შორის არის ივანიშვილიც" | ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარმა დანიუს ჟალიმასმა "მთავარ არხთან" განაცხადა, რომ სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე. 

ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა ხელი შეუწყოს საქართველოში არჩევნების ჩატარებას.

"ევროპული პარლამენტი ნამდვილად მიუთითებს რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის "ქართული ოცნების" პარლამენტი და სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე, მათ შორის არის ივანიშვილიც. ევროპულმა საბჭომ სანქციები უნდა დააკისროს ყველას, ვინც ატარებს რეპრესიებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. უნდა იყოს სანქციები და არ აღიარება არჩეული პარლამენტისა. ეს არის ორი ძირითადი გზა ახალი არჩევნების მიღწევისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპარლამენტი, ასევე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოში, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არჩევნების ჩატარებას," - განაცხადა ევროპარლამენტარმა. [სინქრონული თარგმანი]

ასევე იხილეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი