ოკუპანტებმა მძინარე კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამაინი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ცნობილია, რომ ოკუპანტებმა მძინარე კიევს თავს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ.

მიტანილი იერიშის შედეგად ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა და რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. კერძოდ, ობოლონსკში ხანძარი ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა, რა დროსაც დაზიანდა მიმდებარე შენობები. სვიატოშინსკის რაიონში ცეცხლი მრავალსართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, მათ შორის 9 წლის ბავშვია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი