"მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" | ლიეტუვის ელჩი საქართველოში

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი წერს

"თვეზე მეტია მზია ამაღლობელი შიმშილობს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას. ხვალ მზიას ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ მისი დაკავების ორდერის გაუქმების მოთხოვნით. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!" - წერს დარიუს ვიტკაუსკასი.

მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი