
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, აზერბაიჯანმა თვითაღიარებული რესპუბლიკის, არცახის (ყაბარაღი) დედაქალაქი სტეპანაკერტი დაბომბა. დაბომბვის ფაქტს ადასტურებს Human Rights ომბუდსმენი.
სტეპანაკერტში ბევრი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, არიან დაშავებულები სამოქალაქო პირებს შორის, დაშავდა სამაშველო სამსახური, — დაწერა ოვასიანმა.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება.
ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.