ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპარლამენტარებმა 400 ხმით უარი განაცხადეს "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე. მისი თქმით, "საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარულ უკუსვლაში".
"ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ: 400 ხმით, ევროპარლამენტარები უარს ამბობენ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე, გაყალბებული არჩევნების შემდეგ. რეზოლუცია მოუწოდებს:
- ბოიკოტს საქართველოს მმართველი ელიტის მიმართ;
- სანქციების დაწესებას არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის;
- სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას;
- სამართლიან პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას.
საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარულ უკუსვლაში," - წერს კოლსი.