"ვინც ევროკავშირის იმ რეზოლუციას მხარს უჭერს, ყველა მოღალატეა" | რუსული პროპაგანდით გამორჩეულმა დავით რაზმაძემ მოქალაქეები გორის საკრებულოს სხდომიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება გორში - საკრებულოს სხდომაზე მისული მოქალაქეები შენობიდან გააძევეს. მას შემდეგ, რაც სხდომა დასრულდა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, სამოქალაქო აქტივისტებმა სიტყვის თქმის უფლება მოითხოვეს, რისი უფლებაც გორი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რუსული პროპაგანდით და ანტიევროპული განცხადებებით გამორჩეულმა დავით რაზმაძემ არ მისცა და დაცვის პოლიცია გამოიძახა. 

საკრებულოს თავმჯდომარემ სამოქალაქო აქტივისტებს ქვეყნის მოღალატეები და გაყიდული ადამიანები უწოდა. 

"ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის. ყიდიან საქართველოს. ვინც ევროკავშირის იმ რეზოლუციას მხარს უჭერს, აბსოლუტურად ყველა არის საქართველოს მოღალატე. ქვეყნის ღალატის უფლება არავის არ აქვს. თქვენ გძინავთ? შეხედეთ რა ხდება ევროპაში. 

რეგლამენტის მიხედვით მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან, მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს [ამიტომ გავაძევე მოქალაქეები].

ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც საქართველოს ებრძვიან," - განაცხადა დავით რაზმაძემ. 

მოქალაქეებმა საკრებულოს სხდომაზე დასწრება და კითხვების დასმა დავით რაზმაძის ანტიევროპული, პროპაგანდისტული განცხადების შემდეგ მოისურვეს. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი