"ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკის სარკოფაგს რუსული დრონი დაეჯახა" | ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოქვეყნდა:

14 თებერვალს ღამით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკის სარკოფაგს რუსული დრონი დაეჯახა. პირველადი შეფასებით დაზიანება მნიშვნელოვანია, თუმცა რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება.

ინფორმაცია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსულ თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.

"რუსული დამრტყმელი დრონი ფეთქებადი ქობინით მოხვდა სარკოფაგს, რომელიც მსოფლიოს იცავს მსოფლიოს ჩერნობილის ატომური სადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან. ამ სარკოფაგს უკრაინა აშენებდა ევროპის და მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, ამერიკასთან ერთად - ყველასთან ერთად ვისაც, ადამიანებისთვის ნამდვილი უსაფრთხოება სურს. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ასეთ ობიექტებს დაარტყას, მოახდინოს ატომური სადგურების ტერიტორიის ოკუპაციაა და აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები შედეგების გათვალისწინების გარეშე - ეს არის დღევანდელი რუსეთი. და ეს არის ტერორისტული საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის.

ხანძარი ლიკვიდირებულია, ამჟამად რადიაციული ფონი არ არის გაზრდილი და ამას მუდმივად აკონტროლებენ. პირველადი შეფასებით, სარკოფაგს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

რუსეთი ყოველ ღამე ახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს ჯარის გაზრდას. რუსეთი არ ცვლის თავის გიჟურ ანტიადამიანურ სახელმწიფოებრივ რიტორიკას. და ეს ნიშნავს, რომ პუტინი ნამდვილად არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის. ის ემზადება გააგრძელოს მსოფლიოს მოტყუება. ამიტომ უნდა იყოს ერთიანი ზეწოლა ყველას მხრიდან, ვინც სიცოცხლეს აფასებს - ზეწოლა აგრესორზე. რუსეთი პასუხისმგებლობას უნდა აგოს იმაზე, რასაც აკეთებს. "- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი