ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, მარკ რიტეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ თავად ზელენსკი ავრცელებს.

"ჩვენ განვიხილეთ NATO-ს წევრ ქვეყნებთან კოორდინაცია, რათა განვითარდეს ერთობლივი პოზიცია ომის დასრულებაზე და რუსეთზე ზეწოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. მადლობელი ვარ ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისთვის და ბრიუსელში რამშტეინის ფორმატის და NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრებისთვის. ჩვენ ველით, რომ ყველა მიღებული გადაწყვეტილება შესრულდება, რაც შეიძლება მალე", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში და რუტესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი